ფეხბურთი

1:32 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

10 000 აბონიმენტი უფასოდ: საჩუქარი "კადისის" ფანებს

„კადისი“ ესპანეთის ლა ლიგაში 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებისთვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა.

Marca-ს ინფორმაციით, „კადისი“ 10 000 აბონიმენტს უფასოდ გაასხვისებს იმ ქომაგებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პაუზამდე ბოლო 15 შეხვედრას დაესწრნენ.

ისინი ვინც, ხსენებული 15 მატჩიდან 1 გამოტოვეს, აბონიმენტის მთლიანი ფასის მხოლოდ 25%-ს გადაიხდის, ვინც ორ თამაშს არ დაესწრო 50%-ს, ხოლო ვინც 15-დან სამ თამაშზე არ ყოფილა ღირებულების 75%-ს გადაიხდის.

შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ „კადისის“ სტადიონი 16 000 მაყურებელზეა გათვლილი, ლა ლიგაში ამ გუნდის საშინაო მატჩებზე ანშლაგი პრაქტიკულად გარანტირებულია. რაღა თქმა უნდა, თუ კორონავირუსმა სტადიონებზე ხალხის დაბრუნება არ შეაფერხა.

0.118143