ფეხბურთი

0:33 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის XXVIII ტურის სიმბოლურ ნაკრებშია. Championat-ის ვერსიით და ვალერი გაზაევის აზრით, ხვიჩა მოსკოვის ცსკა-სთან საუკეთესო იყო.

„კვარაცხელია ცსკა-სთან „რუბინის“ მთავარი მოთამაშე გახლდათ. მუდმივად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, ჭკვიანურ პასებს აკეთებდა, მეტოქეებს ატყუებდა. სწორედ ხვიჩამ გამოიმუშავა დრიბლინგით პენალტი, რისი წყალობითაც ყაზანელებმა ანგარიში გაათანაბრეს“, - ასე შეაფასა გაზაევმა ქართველის თამაში.

ხვიჩა კვარაცხელიას საკმაოდ წარმატებული სეზონი აქვს და განსაკუთრებით რესტარტის შემდეგ იმყოფება გამორჩეულ ფორმაშია. რუსეთის პრემიერლიგაში ქართველის ანგარიშზე 25 თამაშში 3 გოლი და 4 შედეგიანი პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117571