ფეხბურთი

22:55 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ ერთი წელი დავისვენებ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავის მომავალზე ისაუბრა. გერმანელის განცხადებით, „წითლებიდან“ წასვლის შემდეგ ერთწლიან პაუზას აიღებს, ხოლო როდესაც კარიერას დაასრულებს, საცხოვრებლად სამშობლოში, კერძოდ ქალაქ მაინცში გადაბარგდება.

"ტიტულის მოგება? ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ ეს ნამდვილად მოხდა. გარკვეული დრო სჭირდება, რომ ამ გრძნობას შევეჩვიოთ. როდესაც შეგვეძლება პრემიერლიგის მოგება აღვნიშნოთ, ამას გავაკეთებთ. „ლივერპული“ განსაკუთრებული კლუბია, შესაბამისად, რაღაც გიჟურს მოვაწყობთ, რომ ცხოვრებაში დაბრუნება ვიზეიმოთ. ორი წარმატებული წელი გვქონდა, ეს გუნდი განსაკუთრებული ადამიანებისგან შედგება.

ხალხი კორონავირუსით ისევ იღუპება. სწორი ზომების მითება დაგვიანდა, მაგრამ კრიტიკა ადვილია თუ არ ხარ პასუხისმგებელი სიტუაციაზე. მოდით დაველოდოთ რა მოხდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ კარგად ვართ მომზადებული, 2020 წლის დასაწყისის მაგალითი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ, ვირუსი ჩვენთან დიდხანს დარჩება, ყოველშემთხვევაში სანამ ვაქცინა არ არსებობს. პირადად მე მოუთმენლად ველოდები გერმანიაში რესტორანში წასვლას და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას.

რა თქმა უნდა, როდესაც კარიერას დავასრულებ გერმანიაში დავბრუნდები საცხოვრებლად. ალბათ მაინცში ვიცხოვრებ. „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ კი 1 წელი მინდა არაფერი გავაკეთო და პაუზას ავიღებ, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადში სამყარო შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს“, - თქვა კლოპმა.

0.114877