კალათბურთი

21:05 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ცსკა-ში გადასვლა ხმაურიანი ტრანსფერების ათეულშია

ცნობილმა საკალათბურთო ვებგვერდმა Eurohoops-მა მიმდინარე ზაფხულის 10 ყველაზე ხმაურიანი და სენსაციური ტრანსფერი დაასახელა. ცხადია მასში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაც შევიდა, თანაც მეორე ადგილზე.

„ბასკონიასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონობის შემდეგ ცსკა-ში ტრანსფერმა სრულყოფილი სახე მიიღო. ბასკური კლუბის ყოფილი ლიდერი ახალი გამოწვევისთვის ემზადება, როგორც დიმიტრის იტუდისის გუნდის ახალი წევრი“, - წერს გამოცემა.

შენგელია 2019-2020 წლების სეზონში საშუალოდ 15.9 ქულას, 2.9 პასს და 5.6 მოხსნას აგროვებდა. მოსკოველებთან მან 3-წლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა.

Eurohoops-ის ვერსიით, ყველაზე ხმაურიანი გარიგება „ოლიმპიაკოსიდან“ ცსკა-ში ნიკოლა მილუტინოვის გადასვლაა. მისი და შენგელიას გარდა ათეულში მალკოლ დელანი (ბარსელონადან მილანში), კაილი ჰაინსი (ცსკა-დან მილანში), ლუიჯი დატომე (ფენერბახჩედან მილანში), ნიკ კალატესი (პანათინაიკოსიდან ბარსელონაში), დერეკ უილიამსი (ფენერბახჩედან ვალენსიაში), ჯორდან ლოიდი (ვალენსიადან ცრვენა ზვეზდაში), როკას გიედრაიტისი (ალბადან ბასკონიაში), მარტინ ჰერმანსონი (ალბადან ვალენსიაში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120409