სხვა

2:39 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის ოლიმპიადის წინ 90 ბრიტანელი სპორტსმენი ექსპერიმენტულ პრეპარატს იყენებდა

ბრიტანულმა გამოცემა „მეილმა“ კვირის ნომერში გაავრცელა სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების წინ, ბრიტანული ოლიმპიური ნაკრების 91 წევრი, ნებაყოფილობით იყენებდა ექსპერიმენტულ პრეპარატს, რომელიც ამერიკელი სამხედროებისთვის არის შექმნილი და რომელიც WADA-ს (მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო) მიერ, ჯერჯერობით არ არის აკრძალული.

გამოცემის მიერ ჩატარებული გამოძიება ცხადყოფს, რომ ექსპერიმენტს ბრიტანეთის სახელმწიფო სააგენტო „UK სპორტი“ ატარებდა, რომელიც ბრიტანულ ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტში ინვესტიციებზეა ორიენტირებული. ექსპერიმენტზე ქვეყნის ბიუჯეტიდან ასობით ათასი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა.

„UK სპორტმა“ მოხალისე სპორტსმენებთან, ექსპერიმენტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გაუთქმელობის ხელშეკრულებები გააფორმა. სპორტსმენებს უნდა გამოეცადათ ახალი ნივთიერება, რომელიც ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. ტოპ სპორტსმენები სულ სპორტის რვა სახეობიდან შეარჩიეს. მათ ენერგეტიკული სასმელი „დელტაG“ უნდა გამოეყენებინათ, რომელიც სინთეტიკურ კეტონებს შეიცავს. ამ მჟავის ბუნებრივ ვერსიას ღვიძლი გამოიმუშავებს და ის ადამიანის ამტანობას ზრდის.

ეს ნივთიერება ოქსფორდის უნივერსიტეტში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით შეიმუშავეს. მისი მეშვეობით, არმიის სპეცდანიშნულების ჯარისკეცებს უნდა გამოეყენებინათ, რომლებსაც მტრის ზურგში, საკვების გარეშე დიდხანს გაძლებაში უნდა დახმარებოდა.

იმ საბუთებში, რომლებსაც სპორტსმენებმა ხელი მოაწერეს, ასეთი რამ წერია: „UK სპორტი იმის გარანტიას არ იძლევა და არ ამტკიცებს, რომ კეტონების გამოყენება, საერთაშორისო დოპინგსაწინააღმდეგო კოდექსის მოთხოვნებს შეესაბამება. ამიტომ, ის მისი გამოყენების გამო, ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის“. ამგვარად, WADA-სთან პრობლემების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სპორტსმენებზე გადადიოდა.

პარალელურად, „UK სპორტმა“ WADA-საც და ბრიტანთის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოსაც მიმართა, რომლებმაც უპასუხეს, რომ ამ ეტაპზე, კეტონბი აკრძალული პრეპარატების სიაში არ არის შესული, თუმცა WADA უფლებას იტოვებს, რომ ამ ნივთიერებასთან დაკავშირებით, საკუთარი დამოკიდებულება შეიძლება შეცვალოს.

ექსპერიმენტის პერიოდში, სპორტსმენების თითქმის ნახევარს გვერდითი მოვლენები დაეწყო - მათ ჰქონდათ ხშირი პირღებინება და კუჭ-ნაწლავის აშლილობა. 24-მა სპორტსმენმა კი ექსპერიმენტი ნაადრევად შეწყვიტა, რადგან მათ პრეპარატისგან სასურველი ეფექტი ვერ მიიღეს. ექსპერიმენტში მძლეოსნები, ველომრბოლები, მოცურავეები და სხვა სახეობათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118198