ფეხბურთი

1:27 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "ეს მხოლოდ დასაწყისია!"

ვარშავის „ლეგიას“ ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. გვილია წერს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და დიდი მუშაობის შედეგი იყო.

ჩვენ ჩემპიონები ვართ. "ლეგიას" ჩემპიონობა არის იმ დაუღალავი შრომის, თავგანწირვის და ერთად ყოფნის შედეგი, რომელსაც მთელი გუნდი უკანასკნელი წლის განმავლობაში ერთად ვასრულებდით. აღმავლობისა თუ დაღმავლობის დროს ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად მზად არის ერთმანეთისთვის საბრძოლველად. ეს არის ჩვენი ღირებულება.
მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ხალხს, რომელიც ქმნის საოცარ ატმოსფეროს და არის ლეგიას მე-12 მოთამაშე. გილოცათ ყველას, ვისაც ეს წარმატება გაგიხარდათ, ეს მხოლოდ დასაწყისია! - წერს გვილია ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, „ლეგიამ“ ისტორიაში მე-14 ჩემპიონის ტიტული შაბათს გაიფორმა. გვილიამ ექსტრაკლასაში 8 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით ქართველმა 11 გოლი და 9 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114232