ფეხბურთი

22:46 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში პენალტი ვერ გაიტანა (+VIDEO)

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ალსვენსკანის VII ტურში პენალტი ვერ გაიტანა. „გიოტებორგისა“ და „დიურგადენის“ დაპირისპირება სტუმრებმა 2:1 მოიგეს, ქართველი კი გოლთან ახლოს 37-ე წუთზე იყო.

იქამდე „გიოტებორგი“ 0:2 უკვე მარცხდებოდა და გიორგის შეეძლო ანგარიშის სხვაობის შემცირება, თუმცა სამწუხაროდ მეკარეს ვერ აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

ეს 62-ე წუთამდე, რადგან მასპინძლებმა მეორედ დაარტყეს პენალტი და ამჯერად ჰოსამ აიეშმა გაიტანა, რომელმაც სწორედ ხარაიშვილი გოლამდე ერთი წუთით ადრე შეცვალა.

„გიოტებორგი“ საბოლოოდ 1:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა (8 ქულა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124398