სხვა

4:14 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოა ლაილსს 200 მეტრზე რეკორდი არ ჩაეთვალა

ამერიკელმ სპრინტერმა ნოა ლაილსმა 200 მეტრზე სპრინტი 18.90 წამში გაირბინა, რითაც ლეგენდარული უსაინ ბოლტის მსოფლიო რეკორდი (19.19 წამი) გააუმჯობესა. შედარებისთვის, ბრილიანტის ლიგის ციურიხის შეხვედრამდე, ლაილსის პირადი რეკორდი 19.50 წამი იყო. და ეს დრო, ტურნირის შემდეგაც მის რეკორდად დარჩება...

საქმე ისაა, რომ ლაილსმა ბოლტის რეკორდი 200 მეტრზე კი არა, შეცდომით 185 მეტრზე გარბენით გააუმჯობესა. ყველაფერი კი ასე მოხდა: ციურიხის ტურნირი ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაიმართა - მონაწილეები ერთმანეთს დაუსწრებლად შეეჯიბრნენ. მაგალიტად, ლაილსმა ფლორიდაში ირბინა, ფრანგმა კრისტოფ ლემეტრმა ციურიხში, ჰოლანდიელმა ჩურანდი მარტინამ კი - ჰოლანდიაში. სამივეს გარბენი კი კავშირის თანამედროვე ტექნოლოგიებმა დააკავშირა.

გარბენის შემდეგ გაირკვა, რომ ამერიკელი სპრინტერი შეცდომით სხვა ბილიკზე დადგა, საიდანაც მისი დისტანცია 15 მეტრით დამოკლდა. საბოლოოდ, გამარჯვება ლემეტრს დარჩა, რომელმაც ფინიშის ხაზი 19.80 წამში გადაკვეთა. მარტინა მას მხოლოდ 0.01 წამით ჩამორჩა.

სხვა გარბენებზე, რომლების დროსაც, ერთმანეთს ათასობით კილომეტრით დაშორებული სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ, შეცდომა აღარ დაფიქსირებულა.

ციურიხის ბრილიანტის ლიგის შეხვედრა იყო პასუხი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე. „თუ ათლეტები ვერ ახერხებენ ციურიხში ჩამოსვლას, ჩვენ მივალთ მათთან“, - განაცხადა ტურნირის თანა-დირექტორმა ანდრეას ჰედიგერმა.

ქალთა 400 მეტრზე გარბენში, ოლიმპიადების და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალი მედლის მფლობელმა ელისონ ფელიქსმა იოლად აჯობა 400 მეტრზე სპორინტში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ბაჰამელ შონ მილერ-უებოს, რომელიც ფლორიდაში იმყოფებოდა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანს შვეიცარიიდან მუჯინგა კამბუნჯის, რომელმაც ციურიხში იასპარეზა. ფელიქსმა გარბენში მონაწილეობა კალიფორნიიდან მიიღო.

„უცნაური რამ იყო, თითქოს სავარჯიშოდ ვიყავი, მაგრამ ახლო-მახლო არცერთი თანაგუნდელი არ ჩანდა“, - განაცხადა ფელიქსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113182