ფეხბურთი

20:08 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი: „ეგებ ბექემმა დამირეკოს“

„ბარსელონას“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ჟურნალისტებს ამერიკულ MLS-ში

მისი შესაძლო გადასვლის თაობაზე ესაუბრა.

„თვალნათელია, რომ ფეხბურთი ამერიკაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს ჩინებულია. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ხედავ როგორ ვითარდება ფეხბურთი ამ ქვეყანაში. თუ საშუალება მაქვს MLS-ის მატჩს ვუცქირო, საკუთარ თავს ვუტყდები, რომ მინდა ყურება. „ინტერ მაიამი“ ? ვნახოთ, ეგებ ბექემმა დამირეკოს.“ - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს MLS-ის პრესსამსახური.

ცოტა ხნის წინათ, რაკიტიჩი ამბობდა, რომ მოარული ხმების მიუხედავად, კატალონიურ კლუბში დარჩენას ისურვებდა.

0.107812