ავტოსპორტი

4:16 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში ფერარის მე-1000 რბოლას მუჯელო უმასპინძლებს

ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის კალენდარს კიდევ ორი რბოლა დაემატა. მათგან პირველი იტალიის ქალაქ მუჯელოს ტრეკზე გაიმართება, რომელიც „ფერარის“ ეკუთვნის. და ეს იქნება ფორმულა 1-ში სკუდერიას მე-1000 სტარტი. რაც შეეხება მეორე რბოლას, ის სოჭში ჩატარდება. ორივე რბოლა სექტემბერში ჩატარდება.

მუჯელოს რბოლის სრული სახელწოდებაა ტოსკანის დიდი პრიზი. ის იტალიის დიდი პრიზიდან (რომელსაც ტრადიციულად მონცა უმასპინძლებს) ერთ კვირაში, 13 სექტემბერს გაიმართება. სოჭის რბოლის თარიღად კი 27 სექტემბერი განისაზღვრა. ამგვარად, კალენდარში დამტკიცებული ეტაპების რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

ფორმულა 1 აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში 15-18 ეტაპი გაიმართება. რბოლის გამართვა სურს ვიეტნამსაც, რომელიც კალენდრის პირვანდელი ვერსიიის მიხედვით, გაზაფხულზე პირველად უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, პრემიერა გადაიდო.

ამგვარად, მუჯელო მეოთხე იტალიური ტრეკია, რომელზეც ფორმულა 1-ის რბოლა ჩატარდება. მონცას გარდა, ადრე დიდი პრიზების რბოლები იმოლასა და პესკარაშიც იმართებოდა. საინტერესოა, რომ მუჯელოს „ფერარი“ ტესტებისთვის იყენებს. ამავე ტრეკზე, მოტო გრანპრის რბოლები ტარდება. ის სრულად აკმაყოფილებს ფ1-ის სტანდარტებს. საინტერესოა, რომ კალენდარში შესაძლოა იტალიის მესამე ტრეკი - იმოლაც ჩასვან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე ეტაპის ჩატარებას საფრთხე დაემუქრება.

0.146913