ფეხბურთი

2:03 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

დრო - "რეალის" ერთადერთი დაბრკოლება ჩემპიონობამდე

ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს მადრიდის „რეალი“ ნაბიჯ-ნაბიჯ, ტურიდან ტურამდე დამაჯერებლად უახლოვდება. ლა ლიგის XXXV ტურის დასკვნით შეხვედრაში ზინედინ ზიდანის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და „ბარსელონას“ ისევ 4 ქულით უსწრებს.

„ალავესი“ სეზონის რესტარტს საშინელ ფორმაში შეხვდა და რა გასაკვირია, რომ „რეალმა“ პრაქტიკულად სეირნობით, ვარჯიშით მოუგო.

კარიმ ბენზემა იყო საუკეთესო, რომელმაც გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ფრანგმა ჯერ მენდის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი აქცია გოლად, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მარკო ასენსიოს დაეხმარა საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში.

„სამეფო კლუბს“ დარჩენილ სამ ტურში 5 ქულაც ეყოფა ჩემპიონობისთვის, რადგან +4 აქვს და ამასთან, „ბარსელონას“ ურთიერთშეხვედრებშიც სჯობნის. ფაქტია - „რეალის“ ჩემპიონობა მხოლოდ დროის საკითხია.

„რეალი“ – „ალავესი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბენზემა (11, პენ), 2:0 ასენსიო (50)

0.120063