ფეხბურთი

20:48 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ტრავმირებულია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელომ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია "სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ ხანში ჩადგება მწყობრში სამხრეთამერიკელი.

ესპანური გამოცემა Marca კი იუწყება, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი სამი კვირა გაგრძელდება და ბრაზილიელი ლა ლიგის მომდევნო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სავარაუდოდ, მარსელო "რეალს" "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში მარცხენა გარემარბმა 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108272