ფეხბურთი

18:45 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დაუშვილმა "ანორთოსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მურთაზ დაუშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც კვიპროსელთა ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„პირველი რიგში ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით. ვეცდები კლუბის მოლოდინი გავამართლო და ერთად ვიბრძოლებთ დასახული მიზნების მისაღწევად. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ფეხბურთელები შეინარჩუნა, ძალიან დაგვეხმარება, რადგან ერთმანეთს ვიცნობთ და კარგად ვუგებთ.

ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ, შედეგიანი და მზადებას ვაგრძელებთ. სეზონის დაწყებამდე დრო არის და ფორმაში 100%-ით შევალთ. გულშემატკივრების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი და ვპირდები მათ, რომ რაც გასულ სეზონში იყო, ორმაგად ვიშრომებ კლუბისთვის და ჩვენი ქომაგებისთვის, რომ წარმატებას ერთად მივაღწიოთ. მადლობა გულშემატკივრობისთვის“, - თქვა ქართველმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

მურთაზ დაუშვილმა გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 24 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო. 31 წლის ფეხბურთელს „ანორთოსისამდე“ არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „ზესტაფონში“, ლვოვის „კარპატში“, უნგრულ „დიორსა“ და „სამტრედიაში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაუშვილის ანგარიშზე 36 მატჩია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112494