ფეხბურთი

15:05 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს შემდეგ ფერნანდეში: ბრუნო პრემიერლიგაში კვლავ საუკეთესოა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ინგლისის პრემიერლიგის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.

ივნისში ბრუნომ სამი მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ „მანჩესტერის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიჯრით ორჯერ მოიპოვა. კრიშტიანუმ ეს შედეგი 2006 წელს დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეში „იუნაიტედს“ იანვარში „სპორტინგიდან“ შეუერთდა და ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

0.123209