თამაშგარე

14:14 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერონიკამ ყველაფერს სპორტი არჩია

22 წლის რუსი მძლეოსანი გოგონა ვერონიკა ჩერვინსკაია სპორტული საზოგადოების ყურადღების ქვეშ 2019 წლის გაზაფხულზე მოექცა, როდესაც რუსეთის ჩემპიონატში 100 მეტრზე სირბილში ვერცხლის მედალი მოიპოვა და მასზე მსწრაფლივ გაკეთდა განცხადებები როგორც მომავლის დიდ ჩემპიონზე.

ამის შემდეგ, ამ გოგონას ორიგინალური ნატურით ჯერ რუსეთის, შემდეგ კი ევროპის რამდნეიმე ბულვარული გამოცემა დაინტერესდა და ვერონიკასგან არც თამამ ფოტოებზე თქმულა უარი. ამ გოგოს მართალია მოდელის ნატურა არ აქვს, მაგრამ ეს თანამედროვე “ყვითელ“ პრესას დიდ დაბრკოლებად არ მიაჩნია.

თუმცა, რაკი დიდმა სპორტულმა მიღწევებმა (მით უმეტეს მასზე გაცემული ავანსების შემდეგ) დაიგვიანა, ვერონიკა ჩერვინსკაიამ ეს ყველაფერი მის სამოდელო ამბებს დააბრალა და ახლახანს განაცხადა, რომ თავის მთელს დროსა და რესურსებს მხოლოდ სპორტს დაუთმობს. არის თუ არა ეს წარმატებების გასაღები - სულ მალე ნაჩვენები სპორტული შედეგებით გავიგებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149508