ფეხბურთი

11:31 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იბრა იქ წავა, სადაც ბრძანებებს გასცემს" - ზლატანი "მილანში" უკმაყოფილოა

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი Gazzetta Dello Sport-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ევროპა ლიგის დონის მოთამაშე არაა თუ იტალიურ კლუბში სიტუაცია არ შეიცვლება, დარჩენა გაუჭირდება.

ზლატანმა კომენტარი გერმანელ მწვრთნელ რალფ რანგნიკზეც გააკეთა, რომელიც დიდი ალბათობით, სულ მალე „როსონერის“ თავკაცი გახდება.

„გაზიდისთან პირისპირ იყო ყველაფრის გარკვევა საჭირო, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, გამიჭირდება აქ დარჩენა. რალფ რანგნიკი ვინ არის?! არც კი ვიცი ვინ არის.

მე ფეხბურთის სათამაშოდ დავიბადე და ჯერ კიდევ საუკეთესო ვარ. იბრა რაღაცის მოსაგებად თამაშობს ან სახლში რჩება. იბრა არაა ევროპა ლიგის ფეხბურთელი და „მილანი“ არაა ევროპა ლიგის კლუბი. ახლა „მილანში“ უფასოდ ვთამაშობ, მხოლოდ ვნების გამო. არ ვიცი იქნება თუ არა „როსონერის“ შემდეგ სხვა გუნდი, მაგრამ კარს არასდროს ვხურავ. თუმცა მხოლოდ ისეთ ადგილას წავალ, სადაც ბრძანებებს გავცემ და არა იმ ადგილას, სადაც სიტყვები უსარგებლოა“, - აღნიშნა ზლატანმა.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი „მილანს“ იანვარში შეუერთდა და 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. შვედ ფორვარდს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109219