ჩოგბურთი

1:00 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიმ კლაისტერსი დასაბრუნებლად მზადაა

დიდი სლემის ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი კიმ კლაისტერსი, მრავაწლიანი პაუზის შემდეგ, თავისი საჩოგბურთო კარიერის განახლებას აპირებს. ბელგიელი ჩოგბურთელი, აშშ-ის ღიას 2017 წლის ჩემპიონთან, ამერიკელ სლოან სტივენსთან ერთად, „ვორლდ ტიმ ტენისში“ (WTT) მიიღებს მონწილეობას, რომელიც დასავლეთ ვირჯინიაში, 12 ივლისს დაიწყება და 2 აგვისტოს დასრულდება.

კლაისტერსი ჩოგბურთიდან რვა წლის წინათ წავიდა. ის დაბრუნებას მარტში გეგმავდა, მაგრამ ახალი კორონვირუსის გამო, მოცდამ მოუწია. ამის მიუხედავად, ჩოგბურთელმა ვარჯიში არ შეწყვიტა და ამბობს, რომ კორტზე გასასვლელად მზადაა. კორონავირუსით გამოწვეული უქმობის დროის ნაწილი მან ბელგიაში გაატარა, ნაწილი კი - ნიუ ჯერსიში.

WTT-ს ორგანიზატორებმა, ტურნირის მონაწილეებისთვის, სპეციალური წესები შემოიღეს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ გამოიწვიონ. მაგალითად, ყოველ ჩოგბურთელს შეერთებულ შტატებში ორკვირიანი კარანტინი უწევს. გარდა ამისა, მოთამაშეებს დამატებით გასინჯავენ და სამკვირიანი ტურნირის განმავლობაში, ყოველდღე ტემპერატურას შეუმოწმებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113566