ფეხბურთი

22:59 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილის ცუდი სტარტი და "დინამო ბათუმის" გამარჯვება

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ ზღვისპირელებმა თბილისში, „ლოკომოტივს“ ლამაზი ფეხბურთით და დამაჯერებლად აჯობეს.

თავის მხრივ, „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ერთადერთი გოლი გაიტანა და რვა გაუშვა... ჯერჯერობით, თბილისელებს ვერც ახალმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უშველა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. როგორც ჩანს, დრო სჭირდება და ეს ბუნებრივია.

მატჩის ბედი პრაქტიკულად 20-წუთიან ინტერვალში გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. ჯოვინოს დუბლს ერთი გაგოშიძემაც დაუმატა და ყველაფერი ნათელი გახდა.

მეორე ტაიმშიც არაფერი შეცვლილა, ერთი ეგ იყო მამია გავაშელიშვილმა შეამცირა სხვაობა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დროებით, რადგან ჯაბა ჯიღაურმა ტექნიკური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამომ“ 7 ქულა დააგროვა და მდგომარეობა გაიუმჯობესა, 7 ქულა აქვს „ლოკომოტივსაც“, ოღონდ პაუზის შემდეგ მისი ვითარება საკმაოდ მძიმეა და უახლოეს პერიოდში თამაშის ხარისხის გამოსწორებაზე ზრუნვა მოუწევს.

„ლოკომოტივი“ – „დინამო ბათუმი“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 ჯოვინო ფლამარიონი (15), 0:2 ჯოვინო ფფლამარიონი (25), 0:3 გაგოშიძე (34), 1:3 გავაშელიშვილი (59), 1:4 ჯიღაური (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116262