სხვა

19:16 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი 54 წლისა გარდაიცვალა

ნორვეგიის სპორტის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სლალომში 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ნორვეგიელი ფინ კრისტიან იაგე, 54 წლისა გარდაიცვალა. როგორც ჩემპოიონის მეუღე ტრინ-ლიზე ამბობს, იაგეს სიკვდილი „მძიმე ავადმყოფობამ“ გამოიწვია.

ფინ კრისტიან იაგემ თავისი ოქროს მედალი ალბერვილის (საფრანგეთი) ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა, სადაც ლეგენდარულ იტალიელ ალბერტო ტომბას აჯობა. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის გარდა, იაგეს მსოფლიო თასის შვიდი რბოლა აქვს მოგებული. თუმცა ალბერვილში ის ფავორიტი არ ყოფილა.

ალბერვილის თამაშებზე, ტომბა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის რანგში ჩავიდა. გამარჯვების შემთხვევაში, ის გახდებოდა პირველი სამთო მოთხილამურე, ვინც ოქროს ოთხ მედალს დაეუფლებოდა. თუმცა იაგემ ამის საშუალება არ მისცა. ტომბა საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა.

იაგემ მსოფლიო თასზე თავისი 15-წლიანი კარიერა 2000 წელს დაასრულა. თავის ბოლო რბოლაში მონაწილეობა მან სმოკინგსა და ბაფთაში გამოწყობილმა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114633