ფეხბურთი

18:40 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" რებიჩის გამოსასყიდად მზადაა

იტალიური „მილანი“ მზადაა ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ანტე რებიჩის სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდოს.

ხორვატი „როსონერიში“ 2-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით იმყოფება, მაგრამ იტალიელები მზად არიან ერთი წლით ადრე ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები შეიძინოს.

Sky Sport-ის ცნობით, „მილანი“ „აინტრახტს“ 25 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც გამოსასყიდ პუნქტშია მითითებული.

შეგახსენებთ, რომ ანტე რებიჩი „მილანს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და შავ-წითელთა რიგებში 10 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122225