კალათბურთი

17:37 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს განცხადებით გამოეხმაურა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც მასშია აღნიშნული, თორნიკე საქართველოს ნაკრების ღირსებას ძველებურად დაიცავს და არაერთხელ გაახარებს ქართველ გულშემატკივარს.

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!!!“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104254