კალათბურთი

13:18 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-ს მწვრთნელი: "შენგელიას ჩვენთან გადმოსვლის დიდი სურვილი ჰქონდა"

მოსკოვის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, ქართველმა ცსკა-ში თამაშის დიდი სურვილი გამოიჩინა და მოხარულია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„ვფიქრობ, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, ამიტომ მინდა მივულოცო კლუბს, ანდრეი ვატუნინს. ასევე მსურს მივულოცო თოკოს, რადგან მან ცსკა-ში თამაშის დიდი სურვილი გამოავლინა. მრავალი წლის განმავლობაში ვარკვირდებოდით მის თამაშს და საბოლოდ მოვახერხეთ მისი შეძენა.

იმედი მაქვს სხვა კალათბურთელებთან ერთად დაგვეხმარება ევროპის უძლიერეს გუნდად დარჩენაში. ის უნივერსალური მოთმაშეა, რომელმაც ბრძოლის დიდი სურვილი აქვს. ოფიციალურად ვამბობ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“. ვისურვებდი, რომ მისმა განწყობამ და უნარმა ჩვენი მოლოდინი გაამართლოს. ვიცი, რომ გულშემატკივრებს უხარიათ შენგელიას ტრანსფერი, ვფიქრობ, ისინი ხედავენ კლუბის განწყობას, რომ შევქმათ გამარჯვებული გუნდი და განაგრძობენ ჩვენს მხარდაჭერას“, - თქვა იტუდისმა.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-მ ცოტა ხნის წინ თორნიკე შენგელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ქართველს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117676