ფეხბურთი

9:48 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ესპანიოლის“ მწვრთნელმა ქომაგებს ბოდიში მოუხადა

„ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ (0:1), პრიმერას 35-ე ტურში, „ესპანიოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანსისკო რუფეტემ, სეგუნდა დივიზიონში გავარდნის გამო, გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

„ესპანიოლს“ ძალიან ბევრი ქომაგი ჰყავს და ისინი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ, რადგან მრავალი წელია გუნდს გვერდში უდგანან. ვამაყობ, რომ ასეთი გუნდის მწვრთნელი ვარ. მომავალში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს. რთული იქნება, მაგრამ დღევანდელმა მატჩმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს მომავალ გამარჯვებებს.

ყველას გვტკივა გული და მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პრიმერაში მალე დავბრუნდეთ.“ - ციტირებს რუფეტეს სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123122