სხვა

5:53 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსი 2020: ყველაფერი წლის მთავარი რბოლის შესახებ

ექვსი ფინიში მთაზე, უამრავი ახალი სამთო მონაკვეთი, რვა შესაძლო სპრინტი, მხოლოდ ერთი რბოლა დროზე და ყველაზე გრძელი ეტაპი, რომელიც არასდროს ყოფილა ასე მოკლე - მოკლედ ასე შეიძლება 2020 წლის ტურ დე ფრანსის მარშრუტის დახასიათება.

ურთულესი რბოლა კარგად მიესადაგება ადგილობრივ ფავორიტებს ჟულიან ალაფილიპს და ტიბო პინოს და აბალანსებს მთავარი ფავორიტების, ბრიტანელი კრის ფრუმის და კოლუმბიელი ეგან ბერნალის შესაძლებლობებს.

პირველი რაც რუკაზე დახედვისთანავეა შესამჩნევი ისაა, რომ 107-ე ტურის მარშრუტი თითქმის არ გაივლის საფრანგეთის ზედა ნახევარში. თუმცა ბოლო ორი, დამამთავრებელი ეტაპი სწორედ ჩრდილოეთში, პარიზსა და მის შემოგარენში ჩატარდება.

ტურის მონაწილეებს არ მოუწევთ დროზე გუნდური რბოლის ეტაპი. სამაგიეროდ, სხვადასხვა კატეგორიის მქონე 29 სამთო მონაკვეთს გაივლიან. დროზე რბოლის დისტანცია 36 კილომეტრია და ის მთიან გზაზე ჩატარდება. ბოლო სამთო ეტაპი ბოლოსწინა დღესაა, თუმცა ის სირთულით არ გამოირჩევა.

რბოლა სულ 21 ეტაპისგან და ორი დასვენების დღისგან შედგება. როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, ტურის მარშრუტი აგრესიულ სამთო მრბოლებს შეეფერება, როგორიცაა ჟუალიან ალაფილიპი. შარშან მან სწორედ ასეთი უნარები გამოავლინა, რაც ორგანიზატორებმა, მარშრუტის დაგეგმვისას გაითვალისწინეს.

რბოლის პირველივე კვირაში სამთო ეტაპებია. სტარტი ქალაქ ნიცას შემოგარენშია. მეორე და მესამე ეტაპებიც ნიცაშივე იწყება. ამდენი სამთო ეტაპი პირველივე კვირაში ადრე არასდროს ყოფილა.

მაგრამ მეორე მხრივ, 1910 წლიდან მოყოლებული, რაც ტურის მარშრუტში პირველად შეიტანეს სამთო მონაკვეთები, წლევანდელი ტური პირველია, რომელიც არ გაივლის ისეთ ლეგენდარულ მთებს, როგორებიცაა ტურმალე, ობისკი, ასპინი, ვენტუ, გალიბიერი და ალპ დუზ. არადა, დისტანცია საფრანგეთის ხუთივე მთიან რეგიონს მოიცავს. მათ შორისაა პირენეის მთიანეთი, ოღონდ ის მინიმალურადაა წარმოდგენილი. მრბოლები იქ მხოლოდ ორ ეტაპს გაივლიან და მთაზე ფინიშები არც კი მოუწევთ.

მრშრუტის ყველაზე მაღალი წერტილი, ზღვის დონიდან 2 304 მეტრზე, მთა კოლ დე ლა ლოზზეა. იქ ასასვლელად, მრბოლებს მკვეთრი აღმართის გავლა მოუწევთ გზაზე, რომელიც ახალი დაგებულია და ჯერჯერობით, მხოლოდ ველომრბოლებისთვის არის გახსნილი.

ტურ დე ფრანსი 2020-ის განრიგი

29 აგვისტო. ნიცა - ნიცა 156 კმ

30 აგვისტო. ნიცა - ნიცა 187 კმ

31 აგვისტო. ნიცა - სისტერონი 198 კმ

1 სექტემბერი. სისტერონი - ორსიერ-მერლე 157 კმ

2 სექტემბერი. გაპი - პრივა 183 კმ

3 სექტემბერი. ლე ტეილი - მონ ეგუალი 191 კმ

4 სექტემბერი. მილო - ლავორი 168 კმ

5 სექტემბერი. კაზერე-სურ-გარონი - ლუდენვილი140 კმ

6 სექტემბერი. პო - ლარუნსი 154 კმ

7 სექტემბერი. დასვენების დღე

8 სექტემბერი. ილ დ’ოლერონი - ილ დე რე 170 კმ

9 სექტემბერი. შატელაიონ-პლაჟი - პოიტიერსი 167 კმ

10 სექტემბერი. შოვინი - სარან კორეზე 218 კმ

11 სექტემბერი. შატელ-გუიონი - პუი მარი 191 კმ

12 სექტემბერი. კლერმონ ფერანი - ლიონი 197 კმ

13 სექტემბერი. ლიონი - გრან კოლომბიერი 175 კმ

14 სექტემბერი. დასვენების დღე

15 სექტემბერი. ლა ტურ-დუ-პინი - ვილარ-დე-ლანსი 164 კმ

16 სექტემბერი. გრენობლი - მერიბელი, კოლ დე ლა ლოზი 168 კმ

17 სექტემბერი. მერიბელი - ლა როშე-სურ-ფორონი 168 კმ

18 სექტემბერი. ბურჟ-ენ-ბრესი - შამპანიოლი 160 კმ

19 სექტემბერი. ლური - ლა პლანშე დს ბელს ფილსი 36 კმ (დროზე)

20 სექტემბერი. მანტეს-ლა-ჟოლი - პარიზი 122 კმ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110334