ფეხბურთი

2:43 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მადა ჭამაში მოდის: "ატალანტა" სკუდეტოზე გაიწევს?!

იტალიის სერია A-ში არ არსებობს გუნდი, რომელიც იმაზე უკეთეს ფორმაში იქნება, ვიდრე „ატალანტაა“. თითქოს პაუზა არ ყოფილა, თითქოს, სამყარო არ გაჩერებულა - ბერგამოელები ისე დაფრინავენ, როგორც ეს კორონავირუსის პანდემიამდე იყო.

ალბათ ერთადერთი გუნდია, რომელიც რესტარტის მერე ისე ბრწყინავს, რომ წუნს ვერავინ უპოვის. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა გენუის „სამპდორია“ რომ დაამარცხა, რა გასაკვირია. მოიგო ზედიზედ მეცხრე(!) მატჩი სერია A-ში და ცხადია, ეს საუკეთესო სერიაა მის ისტორიაში.

ამასობაში, „ატალანტამ“ „ინტერს“ ორი ქულით გადაასწრო (მილანელებს ამ ტურის მატჩი დღეს ელოდებათ), ხოლო მეორეადგილოსან „ლაციოს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. უტოპია არც ლიდერთან მიახლოვებაა, „იუვე“ ლომბარდიელებს 9 ქულით უსწრებს და წინ 7 ტურია. თანაც, მომდევნო ტურში სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს ტურინში. და, აი, იქ თუ მოიგებს გასპერინის გუნდი მერე არაფერია გამორიცხული და მათ შორის, არც სკუდეტოს მოგება...

„რომამ“ და „ნაპოლიმ“ შესაბამისად „პარმა“ და „ჯენოა“ მძიმე ბრძოლებში დაამარცხეს და „მილანს“ გადაასწრეს, რომელიც ერთი დღით იყო მეხუთე ადგილს დაპატრონებული. როგორც ჩანს, ევროპა ლიგის საგზურებისთვისაც დიდი ბრძოლა გაჩაღდება.

ცვლილებაა გასავარდნ ზონაში - „ლეჩე“ ერთი პოზიციით დაწინაურდა და ადგილი „ჯენოას“ გაუცვალა, რომელიც თამაშს თუ არ გამოასწორებს, სერია B ნამდვილად გარდაუვალი იქნება.

„ფიორენტინა“ – „კალიარი“ 0:0 (0:0)

„ჯენოა“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მერტენსი (45), 1:1 გოლდანიგა (49), 1:2 ლოზანო (66)

„ატალანტა“ – „სამპდორია“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ტოლოი (75), 2:0 მურიელი (85)

„ბოლონია“ – „სასუოლო“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბერარდი (41), 0:2 ჰარასლინი (56), 1:2 ბაროუ (90)

„რომა“ – „პარმა“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 კუცკა (9, პენ), 1:1 მხითარიანი (43), 2:1 ვერეტუ (57)

„ტორინო“ – „პარმა“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ტორეგროსა (21), 1:1 მატეუ (48, ა.გ), 2:1 ბელოტი (58), 3:1 ძაძა (86)

თეგებისერია A
0.103708