ფეხბურთი

21:52 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" ტრაორეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ

"მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" "ვულვზის" შემტევის ადამა ტრაორესთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ბარსელონაც" იჩენდა, ინგლისური და იტალიური კლუბები უფრო აქტიურობენ. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონ სთავაზობენ აღნიშნული კლუბები "მგლებს" ან საერთოდ ფეხბურთელს რა წინადადებით მიმართეს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25.5 მილიონი ევროა.

ადამა "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და კლუბი 2015 წელს დატოვა. "ვუვლზიმ" ესპანელი 2018 წელს "მიდლსბროდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში ტრაორემ 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11035