ფეხბურთი

20:16 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხავი მარტინესის მომავალი უახლოეს მომავალში გაირკვევა

ესპანელი ფეხბურთელი ხავი მარტინესი "ბაიერნთან" მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. როგორც Goal.com-ი იუწყება, მოლაპარაკების მიზანია გადაწყდეს დარჩება ფეხბურთელი კლუბში თუ ხელშეკრულება გახანგრძლივდება. ხავის მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

მარტინესს გერმანულ გრანდში მცირე სათამაშო დროა აქვს და მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 44 წუთს ატარებდა. ჰანს-დიტერ ფლიკი ფეხბურთელს იშვიათად აყენებდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა ხავის გუნდიდან წასვლის სურვილი არასდროს გამოუთქვამს.

მარტინესი "ბაიერნში" "ბილბაოდან" 2012 წელს გადავიდა. მას შემდეგ საყრდენმა 237 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ესპანელმა ბოლო რვა წლის განმავლობაში ბუნდესლიგა რვაჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116228