ავტოსპორტი

16:48 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ალონსო ფრანგული საჯინიბოს წევრი გახდა

ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო ფრანგული საჯინიბოს წევრი გახდა. ფორმულა 1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა ფრანგულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალ გუნდში გამოსვლას ალონსო მომავალი სეზონიდან შეძლებს და „რენოში“ დანიელ რიკარდოს ჩაანაცვლებს. თავად ავსტრალიელი პილოტი კი „მაკლარენში“ გადავა.

ალონსო „რენოში“ აქამდეც გამოდიოდა, რომლის რიგებშიც 2003-2006, 2008-2009 და 2019 წელს ასპარეზობდა, შემდეგ კი ფორმულა 1 დატოვა.

0.111849