ჭიდაობა

15:28 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2020 წლის დეკემბერში გაიმართება

მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 12-20 დეკემბერს ბელგრადში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ მიიღო. ამავე პერიოდში სერბეთის დედაქალაქში მსოფლიოს პირველობა იუნიორ მოჭიდავეთა შორისაც ჩატარდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე დაგეგმილი ყველა შეჯბრება გაუქმებულია.

შეგახსენებთ, მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატს შარშან ნურსულთანმა უმასპინძლა. სადაც ქართველმა ფალავნება 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში კი ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ.

0.109493