თამაშგარე

13:11 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ცოლმა დასვენება გადაიფიქრა

მას შემდეგ, რაც ტურინის “იუვენტუსის“ სუპერმეგოლე კრიშტიანუ რონალდუ, მისი ცოლი ჯორჯინა როდრიგესი შვილთა კოჰორტასთან ერთად დიდხნიანი კარანტინის გავლის შემდეგ პორტუგალიიდან იტალიაში დაბრუნდა, მობურთალი ოჯახობის დასასვენებლად კარიბის ზღვის კუნძულებზე გაშვებას აპირებდა, მაგრამ ჯორჯინამ სულ სხვანაირად გადაწყვიტა.

როგორც ჯორჯინა როდრიგესი ამბობს, საბოლოოდ გადაიფიქრა დასასვენებლად შვილებთან ერთად მარტო წასვლა იქამდე, სანამ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა არ დასრულდება. როდრიგესს სურს შვილებთან ერთად ბოლომდე უქომაგოს რონალდუს და მხოლოდ ყველა ტურნირის დასრულების შემდეგღა მისცეს თავს დასვენების უფლება.

როგორც ჩანს ჯორჯინამ ან არ იცის, ანდა იცის მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ წელს კორონა-პანდემიამ მთლად არია კალენდარი და საკლუბო ტურნირების დასრულებიდან მალევე იწყება ახალი საფეხბურთო სეზონი. რეალურად ფეხბურთელებს დასვენებისთვის დროც აღარ რჩებათ. ასე რომ ამ ოჯახის ერთად დასვენება წელს არც ისე მარტივი ამბავი იქნება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110837