მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში დაბრუნებას მომავალ წელს, „რენოსთან“ ერთად აპირებს. ესპანელ პილოტს თავისი ორი ტიტული სწორედ ფრანგულ გუნდთან ერთად, 2005 და 2006 წლებში აქვს მოპოვებული.
ალონსომ, რომელიც ახლა 38 წლისაა, ფორმულა 1 2018 წლის სეზონის ბოლოს დატოვა, რომელიც „მკლარენთან“ ერთად გაატარა. ფორმულა 1-ის გარდა, მან ორჯერ იასპარეზა ინდი 500-ის რბოლასა და ორჯერ მოიგო ლე მანის 24-საათიანი რბოლა (ორივეჯერ ტოიოტასთან ერთად). ის არის გამზლეობაზე რბოლებში მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე დეიტონას 24-საათიანი რბოლის გამრჯვებული (ასევე ტოიოტასთან ერთად).
ალონსოს მიზანი, სამმაგი გვირგვინის მოპოვებაა, რაც ფორმულა 1-ის ტიტულის და ლე მანის რბოლაში გამარჯვების გარდა, ინდი 500-ის მოგებასაც მოიცავს. ამ სეზნში ის კიდევ ერთხელ ცდის (მაკლარენთან ერთად) ძალას ამერიკულ სუპერ რბოლაში. ალონსომ ასევე დაკარის რალი-მარათონზე იასპარეზა.
„რენოს“ მომავალი წლისთვის ვაკანსია ეხსნება - ავსტრალიელი დანიელ რიკარდო „მაკლარენში“ გადადის. ესპანელს კი თანაგუნდელად ფრანგი ესტებან ოკონი დახვდება.