ფეხბურთი

16:01 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუმ პიანიჩი-არტურის ბარტერის მიზეზი დაასახელა

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ Rac1-თან ინტერვიუში არტურ მელოსა და მირალემ პიანიჩის ბარტერის მიზეზი დაასახელა. გარდა ამისა, ლიონელ მესისა და ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს არის პირველ რიგში სპორტული არჩევანი და შემდეგ ეკონომიკური. ტექნიკურ დონეზე დიდი ხანია პიანიჩის შეძენა გვინდოდა, მაგრამ არტური ჩვენთან დარჩება ჩემპიონთა ლიგის ბოლომდე. ლაუტარო მარტინესზე მხოლოდ სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ, „ბარსა“ ახლა ჩემპიონატზეა კონცენტრირებული.

მესი? კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და შეგვიძლია მისი განახლება. ბოლოს შაბათს ვისაუბრე მასთან, მშვიდადაა, ფეხბურთის თამაში „ბარსელონაში“ უნდა. ნეიმაის დაბრუნებას რაც შეეხება, ეს ნაკლებ სავარაუდოა ევროპის ყველა კლუბის ეკონომიკური მდგომარეობის გამო“, - თქვა ბართომეუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111197