ფეხბურთი

12:16 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოუ: „გრინვუდს შეუძლია „იუნაიტედის“ ლეგენდა გახდეს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა, ლუკ შოუმ, ჟურნალისტებს თავის ჭაბუკ თანაგუნდელ მეისონ გრინვუდზე გაუზუარა აზრი.

„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მეისონმა ფანტასტიკური პროგრესი განიცადა პირველ გუნდში. ვატყობ, რომ ბიჭუნა დაკაცდა. ახლა მან იცის რა და როგორაა ყველაფერი პრემიერლიგაში. ახლა ბურთს ისე ვეღარ მოაშორებ, როგორც ადრე.

ჩემი მისდამი მთავარი რჩევაა, არ მიაქციოს ყურადღება ჭორებს. უბრალოდ, საკუთარ თავზე კონცენტრირდეს და აკეთოს ის, რასაც ადრე აკეთებდა.

არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს „იუნაიტედისთვის.“ ეჭვი არ მეპრება, კარიერის დასრულების შემდეგ, მეისონი მანჩესტერის ლეგენდებს შორის დაიჭერს ადგილს.“ - ციტირებს შოუს სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114171