ჩოგბურთი

5:30 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ATP სარეიტინგო სისტემას დროებით ცვლის

მამაკაც ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეყლი, ხუთთვიანი იძულებითი პაუზის გამო, დროებით შეიცვლება სარეიტინგო ქულების ჩამოწერის სისტემა.

ჩვეულებრივ, ეს სისტემა ჩოგბურთელის ბოლო 52 კვირის განმავლობაში ნაჩვენები შედეგების შესაბამისად აფასებს. რეიტინგი კი ჩოგბურთელებს დიდ ტურნირებზე მონაწილეობის და განთესვის მიღების საშუალებას აძლევს. სისტემის შესაბამისად, რეიტინგში ქულები ბოლო 1 წელიწადში 18 საუკეთესო შედეგისთვის იწერება. მაგრამ დროებითი წესის შესაბამისად, დათვლა 22 თვეზე მოხდება. დროებითი პერიოდის დასაწყისი 19 მარტია, ბოლო კი - 2020 წლის დეკემბერი.

პანდემიის გამო, მიმდინარე წლის მარტში საჩოგბურთო ტურნირები შეწყდა. გაუქმდა უიმბლდონი, საფრანგეთის ღია პირველობა კი მაისის ნაცვლად სექტემბერში ჩატარდება. მამაკაცთა ტური 14 აგვისტოს განახლდება, როცა ვაშინგტონის ჰარდზე, სიტი ოუპენი აიღებს სტარტს.

ATP-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი სისტემის შესაბამისად, დროებით პერიოდში ჩოგბურთელს ბოლო 22 თვეში 18 საუკეთესო შედეგს დაუთვლიან. წლევანდელი სეზონის განახლების შემდეგ მოპოვებულ ქულებს კი ვადა ისევ 52 კვირაში გაუვა.

დაბოლოს, თუ პანდემიის გამო, სეზონი ისევ შეწყდა, ATPსარეიტინგო სისტემას ისევ გადახედავს და მასში შესაბამის ცვლილებებს შეიტანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132266