ფეხბურთი

23:50 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" რანგნიკი გაწვრთნის და მალდინი დატოვებს

იტალიურ „მილანს“ ახალი სეზონიდან გამოცდილი გერმანელი მწვრთნელი რალფ რანგნიკი გაწვრთნის. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ყველაფერი გადაწყვეტილია.

ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ რანგნიკი მწვრთნელობასთან ერთად ტექნიკური დირექტორის პოსტსაც შეითავსებს.

რანგნიკს სხვადასხვა დროს „შალკეში“, „ჰოფენჰაიმსა“ და „ლაიფციგში“ უმუშავია. ნიშანდობლივია, რომ რანგნიკის „როსონერიში“ მისვლა პაოლო მალდინის გუნდში დარჩენას კითხვის ქვეშ აყენებს და არაა გამორიცხული, ლეგენდარულმა იტალიელმა მშობლიური გუნდი დატოვოს.

0.144999