ფეხბურთი

22:20 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჭიაბრიშვილი "ლოკომოტივის" მწვრთნელია

თბილისის „ლოკომოტივს“ მიმდინარე სეზონში მესამე მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი ჭიაბრიშვილი. ამის შესახებ „რკინიგზელთა“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

მხარეებმა 3.5-წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს და ხელმძღვანელობამ მწვრთნელი ფეხბურთელებს წარუდგინეს.

ჭიაბრიშვილის დებიუტი ხუთშაბათს „დინამო ბათუმთან“ შეხვედრაში შედგება. ქართველმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძე შეცვალა. მას აქამდე „ზესტაფონსა“ და „საბურთალოში“ უთამაშია, თბილისურ გუნდს ეროვნული ლიგა და საქართველოს თასი მოაგებინა.

„ლოკომოტივს“ მიმდინარე სეზონის საწყის ორ ტურში ლევან კორღალიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც სოსო ფრუიძემ შეცვალა და ორი თამაშის შემდეგ გუნდი დატოვა. „ლოკო“ 4 ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132541