ფეხბურთი

22:12 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მესის და რონალდუს პელესთან შედარება არ შეიძლება" - ბრაზილიელი ფეხბურთელის არგუმენტი

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი ტოსტაო პელეს, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

ტოსტაოს აზრით, პელესთან პორტუგალიელისა და არგენტინელის შედარება არ შეიძლება.

„ვფიქრობ, რომ პელე ყველა მათგანზე უკეთესია. ჩემთვის არ არსებობს შედარება, რადგან ის ბევრად უფრო სრულყოფილი იყო. მას ჰქონდა ყველა თვისება, რაც თავდამსხმელისთვისაა საჭირო, უნაკლო იყო.

ლეო არაჩვეულებრივია, მაგრამ თავით ისე ვერ თამაშობს, როგორც პელე, ორივე ფეხს კარგად ვერ იყენებს. კრიშტიანუ რონალდუ განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ მას პელეს უნარები არ აქვს და ვერ შეძლებს იგივე გააკეთოს.

თუ რონალდუს და მესის თვისებებს გავაერთიანებთ, მხოლოდ ასე შეიძლება შედარების გაკეთება და პელესთან პარალელის გავლება!

მარადონას რაც შეეხება სანახაობრივი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პელეს დონეზე არ ყოფილა, არ გაუტანია იმ რაოდენობის გოლი. დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი კი კრიშტიანუ რონალდუა, მე არ მავიწყდება მესი, თუმცა ის გამოკვეთილი თავდამსხმელი არაა“, - თქვა ტოსტაომ ფიფასთან ინტერვიუში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112723