ფეხბურთი

19:21 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" კვირკველიას შემცვლელად ურუგვაის ნაკრების მცველი შეარჩია

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სოლომონ კვირკველიას შემცვლელი შეარჩია. Sportbox.ru-ს ინფორმაციით, „რკინიგზელები“ არგენტინული „ინდეპენდიენტესა“ და ურუგვაის ნაკრების მცველის, გასტონ სილვას ყიდვას აპირებენ.

ურუგვაელის სატრანსფერო ღირებულება 1.8 მილიონი ევროა. სილვას ურგვაის ნაკრებში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და ევროპაშიც უთამაშია „ტორინოსა“ (2014-2016) და „გრანადაში“ (2016-2017).

კვირკველიას რაც შეეხება, ბოლო დროს მისი მოსკოვური კლუბიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება. სოლომონი „ლოკომოტივის“ ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს და 107 თამაშსი 4 გოლი გაიტანა.

0.115417