ფეხბურთი

18:28 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მატიჩმა "მანჩესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნემანია მატიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდი იტყობინება, სერბი „ოლდ ტრაფორდზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ამრიგად, ჭორები, რომლის თანახმად ნემანია მიმდინარე ზაფხულს ინგლისს დატოვებდა და კარიერას იტალიაში გააგრძელებდა, გაქრა.

მატიჩი „მანჩესტერს“ 2017 წელს „ჩელსიდან“ შეუერთდა და 114 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10864