ფეხბურთი

15:23 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "VAR-ი ყოველთვის ერთ გუნდს ეხმარება, ეს უსამართლობაა"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ Mundo Deportivo-სთან ლიონელ მესის, კიკე სეტიენისა და VAR-ის შესახებ ისაუბრა. ესპანელი ფიქრობს, რომ ვიდეორეფერი ერთ კონკრეტულ კლუბს ეხმარება.

მესი - „ლეოსთან მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ვისუაბრებ, მაგრამ მან არაერთხელ თქვა, რომ კარიერის დასრულება „ბარსაში“ სურს. ბევრ მოთამაშესთან გვაქვს მოლაპარაკება, მაგრამ მესიმ განმარტა, რომ დარჩენა უნდა. კარიერის დასრულებამდე მას ბევრი წელი დარჩა და ბევრჯერ ვისიამოვნებთ მისი თამაშით“.

შეტევა „რეალზე“ – „ვწუხვარ, რადგან ლა ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია და VAR- სრულყოფილი არაა, გარკვეულ შედეგებს განაპირობებს. როგორც ჩანს, ყოველთვის ერთსა და იმავე გუნდს ემხრობა, VAR-ი არაა სამართლიანი და არის გუნდები, რომლებიც ზარალდებიან. VAR-ი მსაჯს უნდა დაეხმაროს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვნახეთ რაც მოხდა, შევაფასეთ და ეს არ იყო სამართლიანი“.

სეტიენი - „ვიცი, რომ ჭორები არსებობს, ტყუილია თითქოს ბოლო გამარჯვებამ გადაარჩინა. ის დიდ სამუშაოს ასრულებს და ჩვენგან სრული ნდობა აქვს. სეზონის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და შემდეგ ჩემპიონთა ლიგა გველოდება. მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა წინაა“.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ბარსელონა“ „რეალს“ 4 ქულით ჩამორჩება.

0.150301