ფეხბურთი

14:02 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ახლოს არის - პსჟ ორ ვარიანტს განიხილავს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია. ავტორიტეტული გამოცემა ასის თანახმად, პარიზელები 28 წლის ფორვარდის „ბარსელონაში“ გადასვლას ხელს არ შეუშლიან.

ნეიმარის კატალონიურ გრანდში დაბრუნების 2 ვარიანტი განიხილება. პსჟ ბრაზილიელს 170 მილიონ ევროდ შეელევა, მეორე შემთხვევაში კი გაცილებით ნაკლებ თანხას, თუმცა „ბარსას“ ორ ფეხბურთელს: ანტუან გრიზმანსა და კოუტინიოს ითხოვს.

შეგახსენებთ, ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. რაც შეეხება აღნიშნულ ტრანსფერს, ის შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს გაოფიციალურდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136089