ფეხბურთი

2:17 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესის პირადმა რეკორდმა ლა ლიგაში ვითარება ვერ შეცვალა

ესპანეთის ჩემპიონობას მადრიდის „რეალი“ ერთი ტურით მიუახლოვდა. მართალია XXIV ტურში „ბარსელონამ“ როგორც იქნა, დამაჯერებლად მოიგო და გამართული ფეხბურთიც აჩვენა, მაგრამ „რეალმა“ ქულები არ დაკარგა.

„სამეფო კლუბმა“ „სან მამესზე“ „ბილბაო“ სერხიო რამოსის გოლით დაამარცხა, რომელმაც მორიგი პენალტი გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა. „ბარსელონა“ კი „ვილიარეალს“ „კერამიკაზე“ ესტუმრა და 4:1 სძლია.

კიკე სეტიენის გუნდისთვის ამ თამაშში ბევრი კარგ რამ მოხდა - გაიტანეს ლუის სუარესმა და ანტუან გრიზმანმა, ლიონელ მესის ერთი გოლი გაუუქმეს, მაგრამ ორი საგოლე პასი მიითვალა. არგენტინელს ამ სეზონში უკვე 19 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, რაც მისი კარიერის პირადი რეკორდია...

ლა ლიგის სატურნირო ცხრილში კი არაფერი შეიცვალა - „რეალი“ ისევ 4 ქულითაა წინ, მაგრამ სეზონის ფინიშამდე უკვე ერთი ტურით ნაკლები და მხოლოდ ოთხი თამაშია დარჩენილი.

„ვილიარეალი“ – „ბარსელონა“ 1:4 (1:3)

გოლები: 0:1 ტორესი (3, ა.გ), 1:1 მორენო (14), 1:2 სუარესი (20), 1:3 გრიზმანი (45), 1:4 ანსუ ფატი (86)

„ბილბაო“ – „რეალი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 სერხიო რამოსი (73, პენ)

0.134554