ავტოსპორტი

0:23 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ფორმულა 1 დაბრუნდა. გვიან, მაყურებლის გარეშე, მაგრამ ეს რბოლის დაძაბულობაზე არ ასახულა. „მერსედესი“ და მისი ბიჭები ისევ ყველაზე სწრაფები არიან, „ფერარიმ“ სუსტად დაიწყო, „მაკლარენს“ უკვე ლიდერებთან ახლოს ვხედავთ. დაკიდევ, პირველ რბოლას, ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ ბევრი მონაწილე გამოეთიშა. საქმეში იყო უსაფრთხოების მანქანაც...

სამქიმიანების ვალტერი ბოტასმა გამარჯვებით დაიწყო. სტარტიდან მოყოლებული, მას ლიდრობა არავისთვის დაუთმია. მართალია, უსაფრთხოების მანქანის სამმა გამოსვლამ, ლიდერის უპირატესობა სამჯერ გაანულა, მაგრამ ფინელი მრბოლი მაინც შეუდარებელი იყო. მას ვერც იმ პრობლემებმა შეუშალა ხელი, რომელიც მანქანას რბოლის დასაწყისიდან შეექმნა და რომლებსაც შეიძლება გაჩერება გამოეწვია.

მეორე და მესამე ადგილები „ფერარის“ შარლ ლეკლერმა და „მაკლარენის“ ლანდო ნორისმა დაიკავეს. ნარბოლევს მონაკოელმა განაცხადა, რომ კვარცხლბეკზე ასვლას არ ელოდა, თუმცა მეტოქეების უიღბლობამ შეუწყო ხელი. ამასთან ისიც აღნიშნა, რომ ეს ფორმულა 1-ში მისი ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა იყო. რაც შეეხება ნორისს, ის პელოტონში ყველაზე ახალგარზდა პილოტია და ამიერიდან, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბრიტანელი, ვინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. მანვე რბოლის უსწრაფესი წრისთვის, ბონუს ქულაც დაიმსახურა.

ლეკლერმაც და ნორისმაც იმით ისარგებლეს, რომ „რედ ბულის“ ალექს ალბონთან შეჯახებისთვის, სტიუარდებმა ლუის ჰამილტონი 5 წამით დააჯარიმეს. სხვათა შორის, ჰამილტონი რბოლამდეც დაჯარიმდა - „რედ ბულის“ მიერ წარდგენილმა დამატებითმა ვიდეო მტკიცებულებამ აჩვენა, რომ კვალიფიკაციის მიწურულს, ჰამილტონმა ყვითელი ალმის წესი დაარღვია. ამის გამო, სტარტზე ის ხუთი ადგილით უკან დასწიეს. ეს გადაწყვეტილება სტარტამდ 1 საათით ადრე გამოქვეყნდა.

შედგად, სტარტზე მოწინავე რიგში გადავიდა მაქს ფერსტაპენი, რომელსაც შანსი ჰქონდა, რომ „რედ ბულის“ საშინაო რბოლაში, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოეპოვებინა. მან კარგად დაიწყო და პირველი 11 წრე ლიდერის სიახლოვეს გაატარა, მაგრამ მალე ტექნიკამ უმტყუნა და გაჩერდა.

რბოლის მიწურულს ალბონი რბილი საბურავებით იყო, რამაც მას მეტოქეებთან უპირატესობა მიანიჭა. ფინიშამდე 10 წრე რჩებოდა, როცა ტაილანდელმა მესამე რესტარტიდან მალევე, ჰამილტონს გარედან შეუტია. მაგრამ მოსახვევიდან გამოსვლისას, ჩემპიონმა ადგილი არ დაუტოვა. მათი მანქანები ერთმანეთს შეეხენ და „რედ ბული“ დატრიალდა. ალბონი უცებ პელოტონის კუდში აღმოჩნდა, ჰამილტონმა კი გზა გააგრძელა. მან ვერ შეძლო ლეკლერის 5 წამზე მეტით ჩამოტოვება...

სტიუარდებმა ჯარიმა სერხიო პერესიც დააჯარიმეს. ამის მიზეზი პიტ სტოპისას, ნორისთან მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც ორი მანქანა გამოსასვლელში ლამის ერთმანეთს დაეჯახა. პერესმა რბოლისას შეძლო გასწრება, თუმცა ნორისმა ფინიშამდე ორი წრით ადრე შეძლო პოზიციის დაბრუნება და კვარცხლბეკზე ადგილის მოპოვებაც. უფრო ადრე, ორივეს ლეკლერმა გაასწრო.

მომდევნო ეტაპსაც, რომელიც კალენდარში შტირიის დიდი პრიზის სახელით არის შესული, ერთ კვირაში ისევ შპილბერგი უმასპინძლებს.

ავსტრიის დიდი პრიზი

შპილბერგი, რედ ბულ რინგი, დისტანცია 306.452 კმ (4.318 კმ, 71 წრე)

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:30:55.739
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 2.700
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 5.491
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 5.689
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 8.903
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 15.092
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 16.682
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 17.456
  9. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 21.146
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 24.545
  11. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 31.650
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 4 წრე
  13. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 4 წრე
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 18 წრე
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 22 წრე
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 22 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 47 წრე
  18. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 51 წრე
  19. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 54 წრე
  20. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 60 წრე

მრბოლტა კლასიფიკაცია

1. ვალტერი ბოტასი - 25 ქულა; 2. შარლ ლეკლერი 18; 3. ლანდო ნორისი - 16; 4. ლუის ჰამილტონი - 12; 5. კარლოს საინსი - 10; 6. სერხიო პერესი - 8; 7. პიერ გასლი - 6; 8. ესტებან ოკონი - 4; 9. ანტონიო ჯოვინაცი - 2; 10. სებასტიან ფეტელი - 1

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 37 ქულა; 2. მაკლარენ-რენო - 26; 3. ფერარი - 19; 4. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 8; 5. ალფატაური - 6; 6. რენო - 4; 7. ალფა რომეო-ფერარი - 2; 8. უილიამს-მერსედესი, ჰაას-ფერარი და რედ ბულ-ჰონდა - 0.

0.124118