ფეხბურთი

19:47 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი უკლუბოდ დარჩა

ვეტერანი ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი უკლობდაა. ბალკანელმა „ალ-დუჰაილთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაციას ყატარული კლუბის ვებგვერდი ადასტურებს.

მარიო „ალ-დუჰაილს“ სულ რაღაც 6 თვის წინ შეუერთდა და 8 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოასწრო. ჯერჯერობით უცნობია სად გაგრძელდება მისი კარიერა.

თავის დროზე კი მანჯუკიჩს „იუვენტუსში“, „ატლეტიკოში“, „ბაიერნსა“ და „ვოლფსბურგში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120148