ფეხბურთი

17:22 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პრემიერლიგის თვის საუკეთესოებს შორის მოხვდა

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში თვის საუკეთესო გოლების სამეულში მოხვდა. აღნიშნული გამოკითხვა სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა და ქართელმა ხმების 16% მიიღო და მესამე პოზიციაზე განთავსდა.

პირველი ადგილი 17 წლის ახალგაზრდა რომან რომანოვმა დაიკავა, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მეორე პოზიციაზე კი „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ალექსეი მირანჩუკი გავიდა.

შეგახსენებთ, ხვიჩამ გოლი „ურალთან“ ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გაიტანა და ამავე შეხვედრაში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115036