ფეხბურთი

12:52 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარი ჩინურ კარიერაზე: "არ მინდა მოგონებებით ვიცხოვრო, მსურს მდიდარი ვიყო"

ბრაზილიელი ფეხბურთელი ოსკარი არ ნანობს, რომ კარიერის მთავარ წლებს ჩინეთში ატარებს. სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, ამის მიზეზი მხოლოდ ფულია, რადგან არ სურს სიბერე სიღარიბეში გაატაროს.

„ყველა ფეხბურთელი, რომელიც ჩინეთში მოდის სათამაშოდ, ამას ფულის საშოვნელად და ოჯახის დასახმარებლად აკეთებს. ჩემი არჩევანის გამო მაკრიტიკებენ, მაგრამ არ მინდა ვიყო ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც მოგონებებით ცხოვრობენ, მხოლოდ ის მინდა, ღარიბი არ ვიყო, როდესაც მოხუცი ვიქნები, მსურს მდიდარი ვიყო“, - თქვა ოსკარმა.

შეგახსენებთ, ოსკარის კარიერა „სან პაულუში“ დაიწო, საიდანაც „ინტერნასიონალში“ აღმოჩნდა, ხოლო 2012-2017 წლებში ლონდონის „ჩელსიში“ 203 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. „შანხაი SIPG“-ის ღირსებას კი 2017 წლიდან იცავს და 123 თამაშში 39 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119229