ფეხბურთი

11:44 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თუ ჩვენთან მოვა, 10 ნომერს მივცემთ" - ვერონი მესის არგენტინაში ეპატიჟება

ხუან სებასტიან ვერონი მზადაა ლიონელ მესი „ესტუდიანტესში“ მიიწვიოს და 10-ნომრიანი მაისურიც გადასცეს. თუმცა, არგენტინელს ნაკლებად სჯერა, რომ ლეო „ბარსელონას“ დატოვებს.

„თუ მას აქ მოსვლა უნდა, 10 ნომერი მისი იქნება. მაგრამ, „ბარსელონასგან“ შორს ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. სიმართლე ისაა, რომ მესის სურვილი მხოლოდ მესიმ იცის, დანარჩენებს კი წარმოდგენა შეგვიძლია“, - თქვა ვერონმა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა.

0.108691