ფეხბურთი

0:40 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

დუბლი ტრებლის ნიშნებით

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ვერცხლის სინს“ გერმანიის თასიც დაუმატა და ეს მოსალოდნელიც იყო. “რეკოდმაისტერი“ ფორმის პიკზე სწორედ ყველაზე მეტად საჭირო მომენტში გავიდა და ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ცალი ფეხით მოუგო.

50-ე ტიტული გერმანიაში და მათ შორის მეოცე გერმანიის თასი - ცხადია რეკორდია. დავიდ ალაბასა და სერჟ გნაბრის გოლებს ნაანატრაქტევს რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი დაუმატა. საპასუხოდ კი „ფარმაცევეტებმა“ სვენ ბენდერისა და კაი ჰავერცის პენალტით უპასუხეს.

ამრიგად, „ბაიერნმა“ გერმანიის თასი მოიგო, უკვე შეასრულა დუბლი და ტრებლსაც უმიზნებს. რატომაც არა?! წინ ჩემპიონთა ლიგაა, „ბაიერნზე“ მეტად საშიში და სახიფათო გუნდი კი ევროპის მასშტაბით დღეისთვის ნამდვილად არ ჩანს.

„ლევერკუზენი“ – „ბაიერნი“ 2:4 (0:2)

გოლები: 0:1 ალაბა (16), 0:2 გნაბრი (24), 0:3 ლევანდოვსკი (59), 1:3 ს. ბენდერი (63), 1:4 ლევანდოვსკი (89), 2:4 ჰავერცი (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13693