ავტოსპორტი

0:14 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერი ბოტასმა სეზონის პირველი კვალიფიკაცია მოიგო

როგორც იქნა, ფორმულა 1-ის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატმაც სტარტი აიღო. პირველ ეტაპს ავსტრიის შპილბერგი და მისი რედ ბულ რინგი მასპინძლობს. და როგორც მოსალოდნელია იყო, „მერსედესი“ კვლავ პირველია.

გერმანული მანქანები, რომლებსაც ახალი ფერის გამო, ამიერიდან „შავ ისრებად“ მოიხსენიებენ, კვლავ საუკეთესოა პელოტონში. ყოველ შემთხვევაში, პირველ კვალიფიკაციაზე ასე გამოჩნდა. ოღონდ, პოულისთვის ბრძოლაში ამჯერად ვალტერი ბოტასმა გაიმარჯვა, რომელმაც თავის ბოლო ცდაზე შეცდომა დაუშვა, თუმცა წინა დრო მოსაგებად საკმარისი გამოდგა. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი მას მხოლოდ 0.012 წამით ჩამორჩა.

ამგვარად, „მერსედესის“ პილოტებმა სტარტზე ორი მოწინავე პოზიცია 65-ედ მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით, „ფერარის“ რეკორდი გაიმეორეს. ჰამილტონს სამივე პრაქტიკაზე საუკეთესო ფრო ჰქონდა, თუმცა ბოტასმა სიჩქარეს მაშინ მოუმატა, როცა საჭირო იყო და მიზანსაც მიღწია. საინტერესოა, რომ ბოტასმა ავსტრიაში პოული უკვე მესამედ მოიპოვა.

„შესანიშნავია, ეს გრძნობა ძალიან მომენატრა. გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და ამის წყალობით, ჩვენ საკუტარ ლიგაში ვიყავით“, - ნარბოლევს განაცხადა ბოტასმა.

„რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენი, ვისაც ავსტრიაში წინა ორი რბოლა აქვს მოგებული, მესამე შედეგს დასჯერდა. ის ბოტასს ნახევარ წამზე მეტით ჩამორჩა. საინტერესოა, რომ პირველ ათეულში შემავალი პილოტებიდან ის ერთადერთია, ვინც რბოლას საშუალო საბურავებით დაიწყებს. მეორე რიგში, მის გვერდით პელოტონში ყველაზე ახალგაზრდა მრბოლი, „მაკლარენის“ ლანდო ნორისი დადგება.

სეზონი წარუმატებლად დაიწყო მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, ვინც ტოპ ათეულს მიღმა დარჩა. მხოლოდ მე-7 დრო ჰქონდა მის თანაგუნდელ შარლ ლეკლერს, ვინც შარშანდელი კვალიფიკაცია აქვს მოგებული. მარცხის მიუხედავად, ფეტელმა იმედი გამოთქვა, რომ რბოლაში სულ სხვა სურათს ვიხილავთ.

ათეულში შევიდა „რეისინგ პოინტის“ ორივე პილოტი. ამ გუნდის სიჩქარემ ბევრი გაოცებული დატოვა. მცირე წინსვლა აქვს „უილიამსს“, რომლის ჯორჯ რასელმა „ალფა რომეოს“ ორივე პილოტი და ახალბედა თანაგუნდელი ნიკოლას ლატიფიც უკან მოიტოვა. თუმცა ნარბოლევს განაცხადა, რომ მისი გუნდი კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე გადასასვლელად ჯერ მზად არაა.

ისევე როგორც კვალიფიკაცია, კვირის რბოლაც ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართება.

ავსტრიის დიდი პრიზი

კვალიფიკაციას

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:02.939
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.012
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.538
  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.687
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 0.929
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 0.929
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.984
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.032
  9. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1.090
  10. 10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 300
  11. 11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 267
  12. 12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 366
  13. 13. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 492
  14. 14. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 704
  15. 15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 752
  16. 16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 225
  17. 17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 228
  18. 18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 236
  19. 19. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 285
  20. 20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 818
0.109476