ფეხბურთი

22:37 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინის აგენტი: „კევინი „სიტიდან“ წასვლას არ აპირებს“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის აგენტმა, პატრიკ დე კოსტერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფეხბურთელი მანჩესტერული კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

„კევინი „სიტიდან“ წასვლას არ აპირებს. ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს, სამწლიანი კონტრაქტი აქვს და აქ თავს საჭიროდ მიიჩნევს. რა აზრი აქვს წასვლას?

ცხადია, ყოველთვის გამოჩნდებიან გუნდები, რომლებიც კარგ მოთამაშეებზე ნადირობენ, დე ბრუინი იქნება ეს, რონალდუ თუ მესი. მაგრამ კევინი ჯერჯერობით ინგლისში რჩება.“ - ციტირებს დე კოსტერის სიტყვებს Sporza.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112257